16 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე და მკვეთრად გამოხატული ნევროლოგიური სტატუსი აღენიშნება - ნევროლოგი ოთარ თოიძე

მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექსპრეზიდენტთან შესახვედრად გორში ლიზა იასკო ჩავიდა, გვიან ღამით კი მიხეილ სააკაშვილი ექიმმა მოინახულა - როგორც ოთარ თოიძე აცხადებს პატიმარს ზოგადი სისუსტე და მკვეთრად გამოხატული ნევროლოგიური სტატუსი აღენიშნება და მას სპეციალური რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება. დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სავარადუდოდ ექიმთა კონსილიუმიც შევა.

"პრეზიდენტი სუსტად გამოიყურება, თვითონაც აღნიშნავს რომ გადაღლილია, ურჩევნია იწვეს და იყოს წყნარად. რაც შეეხება ნევროლოგიურ სტატუსს იგი არ შეცვლილა. შეიძლება ზოგადად შეფასდეს, რომ მისი ნევროლოგიური სტატუსი მკვეთრად გამოხატულია და ეს არის ნორმალური. საჭიროებს სპეციალური რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარებას. კონსილიუმი მოვა პრეზიდენტის მდგომარეობის შესაფასებლად საბოლოოდ და ამას მოჰყვება დასკვნა," - აცხადებს ნევროლოგი ოთარ თოიძე.

დღის ამბები