კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები, ისევე როგორც მოზრდილებში ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფშიც ხშირად ვლინდება. "რუსთავი 2-ის", ინფორმაციით გასული წლის 26 თებერვლიდან, 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, კოვიდით ხელმეორედ ინფიცირებული 7 522 შემთხვევიდან 722 არასრულწლოვანია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდით პირველ ინფიცირებასა და რეინფიცირებას შორის ინტერვალი მინიმუმ 60 დღე იყო.
რაც შეეხება 2020 წლის 26 თებერვლიდან, 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით ბავშვთა რეინფიცირების სტატისტიკას ასაკობრივ ჭრილში ასე ნაწილდება:
0-4 წლამდე - 100 შემთხვევა,
5-9 წლამდე - 123 შემთხვევა,
10-14 წლამდე - 204 შემთხვევა,
15-18 წლამდე - 295 შემთხვევა.