03 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
"6 თვიდან 5 წლამდე ასაკში ვაქცინის ორმა დოზამ იმუნიტეტი ვერ გამოიმუშავა" - Pfizer-მა ბავშვებში მე-3 დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა

კომპანია Pfizer-მა მოზარდებში კოვიდვაქცინის მე-3 დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა. როგორც  კომპანია Pfizer-ის წარმომადგენელმა CNN-ზე გაკეთებულ განცხადებაში განმარტა, 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ვაქცინის ორმა დოზამ მოსალოდნელი იმუნიტეტი ვერ გამოიმუშავა.

"კომპანიამ გადაწყვიტა დაემატებინა მე-3 დოზა ყველა ბავშვისთვის - 6 თვიდან 5 წლამდე, მას შემდეგ რაც  დამოუკიდებელმა მრჩევლებმა გადახედეს არსებულ მონაცემებს. მონაცემებმა კი აჩვენა, რომ Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის 2-მა დოზამ მოზარდებში მოსალოდნელ იმუნიტეტი ვერ გამოიმუშავა" - განაცხადა Pfizer-ის წარმომადგენელმა.

დღის ამბები