03 მაისი 2024,   16:33
ვრცლად
"ომიკრონის" გამო ლონდონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

"ომიკრონის" შტამის გამო ლონდონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ავადობის მკვეთრი მატების გამო საავადმყოფოები შესაძლოა მალე გადაიტვირთოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გასული კვირის განმავლობაში, ბრიტანეთის დედაქალაქში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა თითქმის მესამედით გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ლონდონში დაფიქსირდა კორონავირუსის 26 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა, რაც მთელი პანდემიის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია.

დღის ამბები