20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
რამდენი პროცენტით მოიმატა წამლებისა და სამედიცინო მომსახურების ფასმა წინა წელთან შედარებით - ჩამონათვალი 

საქართველოში მედიკამენტებზე და სამედიცინო მომსახურებაზე ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.2021 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 20,41%-ით გაძვირდა. როგორც საქსტატის მონაცემებით ხდება ცნობილი ფასები მომატებულია სხვა ტიპის სამედიცინო მომსახურებასა და პრეპარატებზეც.

 კერძოდ, გაძვირდა: 

სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 15,92%-ით;

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 20.41%-ით;

ანტიბიოტიკები - 0,85%-ით;

ვიტამინები - 6,52%-ით;

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - 14,52%-ით;

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - 4,73%-ით;

თერმომეტრი - 47,64%-ით;

წნევის საზომი აპარატი - 4,79%-ით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოიმატა ფასებმა სამედიცინო მომსახურებაზე:

თერაპევტის კონსულტაცია - 5,86%-ით;

სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) - 2,09%-ით;

სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - +32,55%

სისხლის ანალიზი - 6,86%-ით;

ექოსკანირება - 3,57%-ით;

საავადმყოფოს მომსახურება - 4,62%-ით;

ქირურგიული მომსახურება - 3,80%-ით;

სამშობიარო მომსახურება - 6,18%-ით.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

დღის ამბები