05 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
ვაქცინაციის მარათონი გრძელდება - სოფელ ჭოპორტში ახალი ამცრელი პუნქტი გაიხსნა

ვაქცინაციის მარათონი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. დღეს ერთ-ერთი აქტივობის ზონა დუშეთი იყო.

სოფელ ჭოპორტში ახალი ამცრელი პუნქტი გაიხსნა და ის კვირაში 3 დღის განმავლობაში იმუშავებს.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მსურველებს შეუძლიათ, რომ "სინოფარმის" ან "სინოვაკის" ვაქცინით აიცრან. იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც.

დღის ამბები