20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
ისევ გადავალთ მე-6 ტალღაში, ვერც შევიტყობთ, სწრაფად იქნება გავრცელება, ბუსტერი არის ერთადერთი დაცვის საშუალება - დევი ტაბიძე

საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სპეციალისტები მძიმედ აფასებენ.

მათი განცხადებით, სადღესასწაულო პერიოდში მობილობის ზრდამ, შესაძლოა ინფიცირებულთა და ლეტალობის მაჩვენებლების საგრძნობი მატება გამოიწვიოს.

ისინი ქვეყანაში, მეექვსე ტალღის დაწყების საშიშროებაზეც საუბრობენ.

"მდგომარეობა არანაირად არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ისე გადავალთ მე-5 ტალღიდან მე-6 ტალღაში, რომ ამას ვერც შევიტყობთ, ისე სწრაფად იქნება ამის გავრცელება. ბუსტერი, რომელიც არსებობს, ეს არის ერთადერთი დაცვის საშუალება,"- განაცხადა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"დაინფიცირებულთა რიცხვის კლება ჯერჯერობით არ შეინიშნება. თუ არ იქნება დაცული რეკომენდაციები, თუ არ იქნება მომატებული და კიდევ უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებელი ნიღბის ტარების და თუ ვაქცინაციის პროცესი არ იქნება კიდევ უფრო მზარდი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ომიკრონის სწრაფი გავრცელებადობიდან გამომდინარე, შესაძლოა ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვექმნას და დაინფიცირებულთა რიცხვის მატება შეინიშნებოდეს," - ამბობს პროფესორი მაკა ბულეიშვილი.

დღის ამბები