13 სექტემბერი 2026,   13:37
ვრცლად
მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესების შემდეგ ლაშა ტალახაძე თბილისში ჩამოვიდა

მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესების შემდეგ ლაშა ტალახაძე თბილისში ჩამოვიდა. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ტაშკენტში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გიორგი ასანიძის გუნდის წევრებმა 8 მედლის აღება შეძლეს, აქედან 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა მამაკაცმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა. ტალახაძე ტურნირის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს, ლაშა ტალახაძეს კოვიდპანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანებით მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის ჯილდოც გადაეცა.

დღის ამბები