30 აგვისტო 2026,   05:52
ვრცლად
ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, "ომიკრონის" შტამის დადასტურებამ, შესაძლოა მეექვსე ტალღის დაწყება დააჩქაროს

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, "ომიკრონის" შტამის დადასტურებამ, შესაძლოა მეექვსე ტალღის დაწყება დააჩქაროს.

სპეციალისტების პროგნოზით, სადღესასწაულო დღეებში გაზრდილმა მობილობამ შესაძლოა ინფიცირებულთა და ლეტალობის მაჩვენებლების ზრდა გამოიწვიოს.

"მოგეხსენებათ, ომიკრონი დაფიქსირდა ჩვენს  ქვეყანაში. შესაბამისად რეკომენდაციების შესრულება, კომბინირებულად ვაქცინაციასთან ერთად, არის ერთადერთი ბერკეტი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წინ გველოდება დღესასწაულები, შესაბამისად ინფიცირებულთა და ლეტალობის მაჩვენებელი  თუ გაიზრდება, რა თქმა უნდა დავდგებით მე-6 ტალღის წინაშე,"- ამბობს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე.

მათი განცხადებით, იმისათვის, რომ ვითარების გაუარესება ავირიდოთ თავიდან, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია იმუნიზაციის პროცესში ჩართვა და რეკომენდაციების შესრულება.

"მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 10 დღეა დუნე მაგრამ მაინც დადებითი დინამიკა გვაქვს, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, თუ ომიკრონი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში, რა თქმა უნდა ეს პრობლემას შექმნის, როგორც ეპიდომოლოგიურ სიტუაციას გააუარესებს, ასევე კლინიკური სექტორისთვისაც იქნება ძალიან დიდი დარტყმა. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრიდან დაცული იქნას რეკომენდაციები. უფრო აქტიურად უნდა წარიმართოს, რა თქმა უნდა ვაქცინაციის პროცესი და ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან არსებული  რეგულაციების აღსრულება და კონტროლი,"- განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

დღის ამბები