მიხეილ სააკაშვილი ისევ გორის ჰოსპიტალშია და მკურნალობას განაგრძობს.
მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექსპრეზიდენტთან სტუმრები დღესაც მიდიან. იუბილართან დილით იმყოფებოდა ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი, ახლა კი მასთან ეკა ხერხეულიძეა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი არ იშურებს ძალისხმევას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის და სურს, რომ მადლობა გადაუხადოს პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მიულოცა დაბადების დღე.
"სურს მადლობა გადაუხადოს იმ ადამიანებს, რომლებმაც მიულოცეს დაბადების დღე გუშინ ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალთან. ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს მონაწილეობას მიიღებს რუსთაველის გამზირზე გასამართ საპროტესტო აქციაში.
ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი არ იშურებს ძალისხმევას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ასევე მას სურს, რომ მადლობა გადაუხადოს ჰოსპიტალის პერსონალს, რომელმაც მოამზადა დაბადების დღის ტორტი მისთვის.
რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო სხდომას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ იგრძნობს თავს მიხეილ სააკაშვილი,"- განმარტავს დიმიტრი საძაგლიშვილი.