ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 52 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 3 072 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 45 153 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 28 160, ხოლო PCR ტესტით - 16 993.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 6,07%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 6,58%, ხოლო ბოლო 7 დღეში 6,19% შეადგინა.
ქვეყნის მასშტაბით 13 878 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 414 722 აცრა.