20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ კიდევ 670 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ კიდევ 670 ოჯახს, სოფლად სახლს შეუსყიდის.

აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

დევნილთა, ეკომიგრანტითა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილი განმარტებით,  წინა საახალწლოდ, სოფლად საახალწლოდ, კიდევ 600 ზე მეტ დევნილ ოჯახს შევუსყიდით.

"წინა საახალწლოდ, სოფლად საახალწლოდ, კიდევ 600 ზე მეტ დევნილ ოჯახს შევუსყიდით. წელს მეორედ, "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა, გაიზარდა. აღნიშნული სიკეთით, დევნილი ოჯახები უვე ისარგებლებენ. ბოლო 2 წლის განმავლობაშ სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შევუძინეთ ახალი საცხოვრებელი სახლი.პროექტი, წარმატებით მუშაობს და მომავალშიც აქტიურად გაიზრდება,"- განმარტავს დევნილთა, ეკომიგრანტითა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი.

სოფლად სახლის პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის, განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები