20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ხარაგაულში კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ხარაგაულის მერი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, გარდაცვლილი ადგილობრივია.

ამასთან, კონსტრუქციიდან უკვე გამოიყვანეს ექვსი ადამიანი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს.

კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება და არ არის გამორიცხული, ნანგრევებში კიდევ იყვნენ სხვა თანამშრომლები.

კონსტრუქცია ვერთტყვიჭალაში ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, მიზეზი სავარაუდოდ დიდთოვლობაა.

დღის ამბები