30 აგვისტო 2026,   02:30
ვრცლად
ხარაგაულში რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები კვლავ კლინიკაში რჩებიან

ხარაგაულში რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები კვლავ კლინიკაში რჩებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორი პაციენტი მრავლობითი მოტეხილობებით დამატებითი კვლევებისთვის ქუთაისში გადაიყვანეს.

კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ჯამში ათი ადამიანი დაშავდა, გარდაიცვალა ერთი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები