04 მაისი 2024,   16:33
ვრცლად
კოვიდვითარება მსოფლიოში - "ომიკრონის" შტამის გავრცელების გამო ქვეყნების ნაწილი კვლავ შეზღუდვებს აწესებს

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 277 მილიონს აჭარბებს. შეერთებულ შტატებში COVID-19-ის სამკურნალოდ "ფაიზერის" ანტვივირუსული აბის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცეს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მედიკამენტი რამდენიმე თვე მასობრივად ხელმისაწვდომი არ იქნება.

"ომიკრონის" შტამის გავრცელების გამო შეზღუდვებს აწესებს ქვეყნების ნაწილი. ესპანეთში სავალდებულო გახდება პირბადის ტარება გარე სივრცეებში. ბელგიაში კი საკონცერტო დარბაზები, კინოთეატრები და სხვა გასართობი სივრცეები დაიხურება. რეგულაციები გამკაცრდება დანიის სკოლებშიც, სადაც 5 იანვრიდან მოსწავლეებსა და თანამშრომლებს კვირაში ორჯერ კოვიდტესტი ჩაუტარდებათ.

დღის ამბები