წუხელ მოსულმა თოვლმა ოზურგეთში პრობლემები შექმნა - გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხდა მოძრაობა, წაიქცა ხეები და ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა რამდენიმე სოფელს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია თოვლის საფარისგან გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა, რის შედეგადაც ამჟამად როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე, სოფლებში ავტოსაგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად ყველა დაზიანებულ უბანზე აღდგება.