ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა სამ თვემდე მცირდება. ეს ეხება ყველა ვაქცინას. გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ე.წ. "ბუსტერ" დოზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ძალაში ორშაბათიდან შევა.
"დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდია აქცენტი კეთდება, გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად, აშკარად იკვეთება ბუსტერ დოზების გაკეთების აუცილებლობა. თუ აქამდე ბუსტერ დოზა შესაძლებელი იყო Pfizer-ის ვაქცინაციის და AstraZeneca-ს ვაქცინაციის მე-2 დოზიდან 5 თვეში, ხოლო sinopharm-ის და sinovac-ის ვაქცინის მეორე დოზის ჩატარებიდან 3 თვეში. ახლა საბჭოს რეკომენდაციაა, ნებისმიერ ვაქცინისთვის ბისტერ დოზის ჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე მესამე თვიდან,“ - ამბობს თამარ გაბუნია.