იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბუსტერ დოზით ვაქცინაცია საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც მძიმე შემთხვევების განვითარება, ასევე ინფიცირება:
"ჩვენს ქვეყანაში, "ომიკრონი" სავარაუდოდ დომინანტური ალბათ იანვრის მეორე ნახევარში გახდება. ამ ვარიანტის წინააღმდეგ, ერთადერთი შესაძლებლობა არის ორჯერადი ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევების განვითარება. სამჯერადი, ბუსტერ დოზით ვაქცინაცია კი საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ როგორც მძიმე შემთხვევების განვითარება, ასევე ინფიცირებაც,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე.