04 მაისი 2024,   13:23
ვრცლად
Pfizer-ის ახალი მედიკამენტი დამტკიცებულია - ვინ და რა დოზებით უნდა მიიღოს "პაქსლოვიდის" აბები და როდის გახდება ის ხელმისაწვდომი ყველასთვის

"პაქსლოვიდი" Pfizer-ის პირველი ანტივირუსულ პრეპარატია, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

აბების გადაუდებელი გამოყენების ნებართვა, შტატების სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ გასცა. კლინიკური კვლევების თანახმად, პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89%-ით შედეგიანია. "პაქსლოვიდი", სავარაუდოდ, "ომიკრონის" მიმართაც ინარჩუნებს ეფექტურობას.

"ომიკრონის" გამო უკვე წითელი ზონაა ლონდონი. ბოლო 24 საათში გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის 106 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდს, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

"ომიკრონის" შტამის პრევენციის მიზნით, ესპანეთში სავალდებულო გახდება პირბადის ტარება გარე სივრცეებში. ბელგიაში კი საკონცერტო დარბაზები, კინოთეატრები და სხვა გასართობი სივრცეები დაიხურება. რეგულაციები გამკაცრდება დანიის სკოლებშიც.

გერმანიაში ვარაუდობენ, რომ უკვე რამდენიმე კვირაში "ომიკრონი" დომინანტური შტამი გახდება. მანამდე ქვეყანაში ახალი შტამთან ბრძოლის იარაღად ბუსტერ დოზით აცრას მიიჩნევენ.

ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ისრაელიც, სადაც 60 წელს გადაცილებულებს ვაქცინის უკვე მეოთხე დოზას შესთავაზებენ.

მსოფლიოში შექმნილი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოსახლეობას მოუწოდებს, მოახლოებული დღესასწაულების გამო სიფრთხილე გამოიჩინონ.

 

დღის ამბები