20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს - ჯანმოს დირექტორი

მსოფლიოში შექმნილი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს.

"2022 წელი პანდემიის დასასრული უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ორი წელი ამ მდგომარეობაში ვართ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ვირუსს და მის წინააღმდეგ ყველა იარაღი გვაქვს.მსოფლიოს მასშტაბით იმდენი ვაქცინაა, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის ზრდასრული მოსახლეობის სრულიად ასაცრელად საკმარისია. თუ ჩვენ თითოეულ ადამიანს არ ავცრით, შესაძლოა, პანდემიის დასასრული კიდევ გადაიდოს,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.

დღის ამბები