04 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
მოსკოვი მეზობელი სახელმწიფოების უსაფრთხოების გარანტიების გაცემას არ აპირებს და ნატოსგან თავად ითხოვს გარანტიებს 

რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების უსაფრთხოების გარანტიების გაცემას არ აპირებს და თავად ითხოვს გარანტიებს ნატოსგან. დღეს ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა უკვე წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზეც ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის მთავარი არა მოლაპარაკებები, არამედ შედეგებია.

საუკეთესო შედეგი კი კრემლისთვის ბრიუსელისა და ვაშინგტონის ხელმოწერა იქნებოდა იმ დოკუმენტზე, რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს. თუმცა მოკავშირეები მსგავს სცენარს არ განიხილავენ, მათ საკუთარი წუხილი და შეთავაზებები აქვთ.

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები თემაზე მოლაპარაკებების პირველ რაუნდს უკვე იანვრიდან შეუდგებიან. უცნობია, როგორი დღის წესრიგი იქნება მოსკოვსა და ბრიუსელს შორის.

უკრაინა დასავლეთს კვლავ საფრთხის შესახებ მიუთითებს, მით უმეტეს რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ათასობით რუს სამხედროსთან ერთად, უკვე გამოჩნდნენ დაქირავებული მებრძოლებიც. კიევი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას სამუდამოდ ვერ დაელოდება.

დღის ამბები