აეროპორტის დასახლებაში, ლეო დავითაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები გზის დაგებას და კანალიზაციის მოწყობას ითხოვენ. პროტესტს მოძრაობა "ხალხისათვის" წარმომადგენელიც შეუერთდნენ.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კანალიზაციის მოწყობის საკითხი მოსახლეობასა და წყლის კომპანიას შორის უნდა შეთანხმდეს, რის შემდეგაც სამგორის გამგეობა უკვე მზად არის მომავალი წლის ბიუჯეტში, გზის საფარის მოსაწყობად შესაბამისი თანხები გაითვალისწინოს.