უბედური შემთხვევა თბილისში - სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა. ტრაგედია დიდუბის რაიონში, გუდაუთის 5 ნომერში მოხდა.
გარდაცვლილი საკუთარმა დედამ უგონო მდგომარეობაში იპოვა. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
"თბილისი ენერჯი" აბონენტებს მიმართავს, რომ იყვნენ განსაკუთრებული ყურადღებით და არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.