03 მაისი 2024,   00:46
ვრცლად
საშობაო გამოფენები, კონცერტი და საბავშვო აქტივობები - ტყიბულში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

რეგიონებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები დაიწყო - დღეს საბავშვო ღონისძიებები, საშობაო გამოფენები და გალა-კონცერტი ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმართება. ქალაქის ცენტრში განთავსებულია, საახალწლოდ მორთული ხის სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები, აქვეა თოვლის ბაბუა, რომელიც პატარებს საჩუქრებს გადასცემს.

დღის ბოლოს გალა-კონცერტი გაიმართება და ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება. საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

დღის ამბები