02 მაისი 2024,   17:57
ვრცლად
მსოფლიო პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კარგია. მსოფლიო პატრიარქი 81 წლისაა და ახლახანს გულზე ოპერაცია გაიკეთა. ის სრულად ვაქცინირებულია და მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში მილიონ 700 ათას ადამიანს დაუდასტურდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ "ომიკრონის" დასაძლევად ბრიტანელებს მეოთხე დოზით აცრა მოუწევთ.

ინფექციის სწარაფად გავრცელების გამო, ევროპის მასშტაბით, ათასობით ავიარეისი გადაიდო. რეკორდულია ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საფრანგეთსა და იტალიაში.

"ომიკრონის" შესაკავებლად საზღვრები დაკეტილი აქვს ისრაელს.

ამავე თემაზე
დღის ამბები