20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
თუ გვინდა გადავრჩეთ და არ დავრჩეთ ბებია-ბაბუების გარეშე, უნდა ავიცრათ - მაია ჩხაიძე

სპეციალისტები, "ომიკრონის" გავრცელების ფონზე, მორიგ ეპიდათქებას და კორონავირუსის მეექვსე ტალღას პროგნოზირებენ. ლეტალობის მაჩვენებელი ისევ საგანგაშოდ მაღალია.

"როცა არის ძალიან დიდი რაოდენობა და მოცვა დიდია, დიდ რაოდენობაში, რაც არ უნდა სუსტი იყოს შტამი, მძიმე ავადმყოფების რიცხვი დიდი იქნება. თუ გვინდა გადავრჩეთ, არ მოხდეს გავრცელება და არ დავრჩეთ ბებია-ბაბუების გარეშე, ისევე, როგორც შარშან იტალიაში მოხდა - ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად აცრისკენ,"- აცხადებს მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში 48 640  ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა, 1 768 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

დღის ამბები