ფოთში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო. სადღესასწაულო დღეებში ფოთის მერია ადგილობრივებს მრავალფეროვან ღონისძიებებს ჰპირდება, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იქნება მორგებული.
წელს ფოთს ახალი ნაძვის ხე აქვს, რომელიც ქალაქს "ეი პი ემ ტერმინალს ფოთმა" საჩუქრად გადასცა.