04 მაისი 2024,   19:06
ვრცლად
"ის ქართველია" - ქსენოფობიური განცხადების გამო უკრაინელი ტელეწამყვანი ეთერიდან მოხსნეს

უკრაინული ტელეკომპანია "რადას" ტელეწამყვანი ვლადიმირ პეტროვი ტელეეთერიდან მოხსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად არხი წესდების დარღვევა სახელდება.

უფრო კონკრეტულად კი ტელეწამყვანი ღია ეთერში გაკეთებული გამონათქვამების გამო დაისაჯა. ცნობილია მისი 2 გამონმათქვამი, პირველი - ანგელა მერკელის მისამართით გაჟღერებული შეურაცმყოფელი რეპლიკა - "ნამდვილ სიღორეზე" და მეორე, ქსენოფობიური ფრაზა - "ის ქართველია".

"იყო სარედაქციო თათბირი, რომელზეც გადაწყდა, რომ პეტროვის გამონათქვამები არხის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ეთერიდან მოხსნის პირველი მიზეზი იყო სკანდალი, გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მისამართით. ღორის ტატუზე სიუჟეტის შემდეგ მან მსგავსი ფრაზა წარმოთქვა - "და ახლა ნამდვილ სიღორეზე", რის შემდეგაც მერკელზე საუბარი დაიწყო. ინციდენტმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. უკრაინაში გერმანიის საელჩომ ახსნა-განმარტების მოთხოვნით უკვე მოგვმართა. ეს იყო პირველი კონფლიქტი.

მეორე: გამონათქვამები დეპუტატების მისამართით და ასევე ქსენოფობიური ფრაზა უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე გოგილაშვილის მისამართით - "ის ქართველია"... მსგავსი შემთხვევები დაუშვებელია.

სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში 10 ადამიანია, თათბირზე იმყოფებოდა 8. აქედან 6-მა წევრმა ხმა მისცა პეტროვის გათავისუფლებას ტელეკომპანია "რადადან"," - აცხადებს წყარო.

ჟურნალისტ ვლადიმირ პეტროვთან თანამშრომლობაში მყოფმა პოლიტექნოლოგმა და ტელეწამყვანმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ პეტროვის გათავისუფლების შემთხვევაში ის ტელეარხთან თანამშრომლობას შეწყვეტს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმირ პეტროვს ტელეკომპანია "რადას" ეთერში არხის განახლების შემდეგ, საღამოს შოუ უნდა წაეყვანა.

დღის ამბები