მარნეულში მცხოვრებ ღვაწლმოსილ პედაგოგსა და ადგილობრივ მომღერალს შობა-ახალი წელი სახელმწიფო რწმუნებულმა მიულოცა. გიორგი დოხტურიშვილმა მათ მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მარინა მეგრელიძე დაახლოებით 50 წელია მარნეულის ორ საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. შაბან მამედოვი კი, 6 წლიდან მუსიკალურ სფეროშია. მას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე მოპოვებული აქვს 8 საერთაშორისო გრანპრი და 60-ზე მეტი სხვადასხვა დიპლომი.