ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერდოზით აიცრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თამარ გაბუნია ამჯერად Pfizer-ის ვაქცინით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა. შეგახსენებთ, თამარ გაბუნია ორჯერადად AstraZeneca-ს წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატით არის ვაქცინირებული.
"ბუსტერდოზის" გაკეთების პერიოდი ყველა ვაქცინით აცრილისთვის სამ თვემდეა შემცირებული.