30 აგვისტო 2026,   00:33
ვრცლად
ასპინძაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - რა გახდა სავარაუდო შურისძიების მოტივი 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 46 წლის მამაკაცი. მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიების ნიადაგზე მოხდა. ინციდენტს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა.

როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ჰყვებიან, მოკლული შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მანქანით გადაადგილებისას, მკვლელობაში დამნაშავის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულმა კი მის საცხოვრებელ ადგილს მიაკვლია და შური იძია. 

მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. 46 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. "რუსთავი 2" დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: მაიკო იველაშვილი

დღის ამბები