20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
ჩოხატაურში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

ჩოხატაურში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა. თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახები, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით.

სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის გარდა, ჩოხატაურის განყოფილებაში განთავსდება სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც.

ახალ შენობაში სულ 18 თანამშრომელი იმუშავებს.

დღის ამბები