იმ არასრუწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც გუშინ ჟინვალთან ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ სტაბილურია. მიკროავტობუსის ხევში ჩავარდნის შედეგად სულ 5 ადამიანია დაშავებული. 3 არასრულწლოვანი კი კლინიკაში რჩება.
"დაშავებული არასრულწლოვნები 4, 8 და 14 წლის არიან. პაციენტები ყველა სპეციალისტის მიერ იქნა შეფასებული, მათ ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდათ. ამჟამად კი ისინი განყოფილებაში იმყოფებიან, უგრძელდებათ მეთვალყურეობა და მათი ჯანმრთელობის დინამიკა დადებითია, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"- აცხადებს ექიმი.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ჟინვალთან ახლოს მოხდა. მიკროავტობუსში მოლდოველი ტურისტები იმყოფებოდნენ. ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა - დედა-შვილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცი კი კლინიკაში შეყვანისთანავე.