საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული - გიორგი მენაბდის საქმის პროცესი მიმდინარეობს. დღეს პროკურატურა დასკვნით სიტყვას გამოაცხადებს.
ადვოკატის განცხადებით, არ აქვთ მენაბდის პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძველი, რადგან მტკიცებულებები არ არსებობს, ხოლო პროკურატურა პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე, გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა.