როგორი ეპიდვითარებით ასრულებს 2021 წელს საქართველო და რა გახდა ინფიცირების მაჩვენებლის განსაკუთრებული ზრდის მიზეზი. ამის შესახებ "კურიერის" ეთერში თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ 2020 წლისგან განსხვავებით 2021 წელს გარკვეულ ეტაპებზე პანდემიის მართვის სადავეები ხელიდან გაიქცა და ეს ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლებზეც აისახა.
"3 მთავარი მიმართულება იყო ძირითადი მიზეზი: პირველი ეს იყო ვაქცინაციის დაბალი მოცვა, ქვეყანა ვერ გავიდა სამიზნე მაჩვენებელზე. უნდა ყოფილიყო აცრილი მოსახლეობის 2/3 და რეალურად არის აცრილი 1/3 ცოტა მეტი თუ ავიღებთ ზრდასრულ მოსახლეობას და 1/4 თუ ავიღებთ სრული მოსახლეობიდან.
მეორე სუსტი ადგილი იყო პირბადეების ძალიან დაბალი გამოყენება 30% ფიქსირდებოდა ბოლო კვირებში, მაშინ როდესაც ევროპის და აშშ-ს ქვეყნებში 90%-ია, ამ სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებში.
მესამე - სპეციფიკური გარემოება საქართველოსთვის, ხალხმრავალი შეკრებები და მიტინგები,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.