20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო პერსონალს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა.

მინისტრმა სამედიცინო პერსონალს პანდემიასთან დაუღალავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა, შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა განიხილეს. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა.

დღის ამბები