26 დეკემბერი 2024,   09:50
ვრცლად
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდება და შესაძლებელია მისი სიკვდილიც გამოიწვიოს - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, სააკაშვილის მდგომარეობა შეუქცევადად გაუარესდება და შესაძლოა, მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. 

ამასთან, ადვოკატები მიხეილ სააკაშვილთან კონფიდენციალური საუბრის შესაძლებლობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

"მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მივიღებთ ორ შედეგს. პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეუქცევადად გაუარესდება და შესაძლებელია, მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს და მეორე - თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს,"- აღნიშნა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი ითხოვს, მიეცეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი "ემპათია", კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, 6 იანვრიდან ის პროტესტის უკიდურეს ფორმას ისევ მიმართავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები