16 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა იდეა, რომელიც ეხებოდა ძალოვანი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ე.წ. შავი სიის შექმნას - რომან გოცირიძე

პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა, რომან გოცირიძემ მოინახულა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი. მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა მოსამართლეების, ძალოვანი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ე.წ. შავი სიის შექმნა იყო.

"მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების და ა.შ. რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას.

უნდა იქნას მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საელჩოებისადმი, რათა შევუზღუდოთ მათ თავისუფალი გადაადგილება ევროპაში თუ ამერიკაში," - აცხადებს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები