08 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
დემონსტრანტებმა ალმატიში სახელმწიფო ტელეარხის და მმართველი პარტიის ოფისები დაარბიეს, დაიკავეს აეროპორტიც - ყაზახეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

ყაზახეთში კვლავ არეულობაა, დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი კვლავ ქალაქი ალმატია. გავრცლებული ინფორმაციით დემონსტრანტებმა დაიკავეს და დაარბიეს  სახელმწიფო ტელეარხის "ყაზახეთის" ფილიალი ალმატიში.

ასევე ვრცელდება ფოტოები თუ როგორ არის დარბეული მმართველ პარტიის "ნურ-ოტანისალმატის ოფისი. დარბეულია პოლიციის რამდენიმე განყოფილება და სხვა ადმინისტრაციული შენობები.

ალმატის და აკტაუს აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. ვრცელდება ცნობა იმის შესახებაც, რომ დემონსტრანტებმა დაიკავეს ალმატის აეროპორტი.

ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია დემონსტრანტებს შორის მსხვერპლის შესახებაც.

დღის ამბები