20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
"ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა უნდა გავამრავლოთ 4-ზე" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში, ამ დროისთვის, ომიკრონის 253 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. 

"ამ დროისთვის 253 ლაბორატორიულად დადასტურებული "ომიკრონის" შემთხვევაა საქართველოში, ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ, დაახლოებით, 4-ზე.

რაც შეეხება პირბადის ტარების მაჩვენებელს - 37% გვაქვს, რაც ძალიან დაბალია. თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე, აპრილამდე 2000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.  

დღის ამბები