16 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა გადაწია - ამჯერად როდიდან აანონსებს შიმშილობას ექსპრეზიდენტი

პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა ულტიმატუმის პირობა შეცვალა. მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ თუ 6 იანვრამდე არ მისცემდნენ სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობას და ციხეში ალტერნატიული კონსილიუმის ექიმების დაშვებას, შიმშილობას დაიწყებდა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია.

შოთა თუთბერიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი თებერვლიდან შიმშილობას დაიწყებს, თუ იანვრის ბოლომდე ხელისუფლება მისი ულტიმატუმის პირობებს არ შეასრულებს. 

ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონფიდენციალური საუბრის საშუალება არც დღეს მიეცა. 

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია იმყოფება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები