04 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
ქართველი მილიარდერის კომპანიის აქციები ერთ დღეში 30%-ით დაეცა - რა მოხდა 5 იანვარს ლონდონის ბირჟაზე

ლონდონის ბირჟაზე Kaspi.kz და Halyk Bank-ის აქციები მკვეთრად დაეცა. ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე (LSE) კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციები დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახ აქციონერთა ასოციაცია ავრცელებს.

"ყველაზე მეტი Kaspi-მ დაკარგა - 30%-ზე მეტი ერთ სავაჭრო დღეში, 2022 წლის 5 იანვარს. Halyk Bank-ი კი თითქმის 20%-ით გაუფასურდა," - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ყაზახეთში ვითარება 2 იანვარს დაიძაბა, როდესაც ჟანაოზენში (ქალაქი მანგისტაუს რეგიონში, ქვეყნის დასავლეთით) თხევად გაზზე ფასების მკვეთრი ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. შემდეგ კი პროტესტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნებით მასიურ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.

4 და 5 იანვარს მომიტინგეებსა და უსაფრთხოების თანამშრომლებს შეტაკებები იყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები. 5 იანვარს დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

Halyk Bank-ს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ქალიშვილი და სიძე, დინარა და ტიმურ კულიბაევები Holding Group Almex JSC-ის მეშვეობით აკონტროლებენ (56,39%). ბანკის აქციები ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, GDR-ებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე და AIX - ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე.

Kaspi.kz მუშაობს სამ პლატფორმაზე - მარკეტპლეის, ფინტეხ პლატფორმა და საგადასახადო სისტემა. კომპანიის აქციონერები არიან Baring Vostok - 30%, ვიაჩესლავ კიმი - 24%, მიხეილ ლომთაძე - 23%, მენეჯმენტი - 3%, free float - 20%.

Нет описания.

ყაზახეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნულმა ბანკმა აქტივების მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა ქვეყნის 22  ბანკს შორის.

დღის ამბები