საშობაო ლიტურგია, ფოთის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღავლინა.
წირვის დასასრულს, მიტროპოლიტმა სრულიად საქართველოს მიულოცა დღესასწაული და ტაძარში მყოფი მრევლი დალოცა.
"სიხარულს ვუსურვებ სრულიად საქართველოს, თითოეულ ადამიანს. დაე, ბეთლემის ნათელმა თითოეულის გულში შეანათოს, თითოეულის გულში დაიბადოს მაცხოვარი და მის მიმართ დიდი სიყვარული,“- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.