დღეს ოკუპირებულ გალში ე.წ კანონიერი ქურდის ჩირო შონიას, იგივე "ჩირო გალსკის" დაკრძალვა იგეგმება. რომელიც ახალ წელს 56 წლის ასაკში საბერძნეთში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ცხედარი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა გადაასვენონ და ამასთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებზე მდინარე ენგურზე ე.წ გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან მოლაპარაკებები იმართება.
ჩირო შონია დაიბადა 1965 წლის 25 მაისს გალში . ის ათჯერ იყო ნასამართლევი ხულიგნობის, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და ქურდობისთვის. ე.წ კანონიერი ქურდის სტატუსი 1992 წლის მარტში მიიღო.