16 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
"ალბათ, ცოტა დაგვიანებულია" - შალვა პაპუაშვილი "ლეიბორისტული პარტიის" პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის შეფასებით, "ლეიბორისტული მოძრაობის" მხრიდან ბოიკოტის შეწყვეტისა და პარლამენტში შესვლაზე ლაპარაკი "ცოტა დაგვიანებულია."

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი მიმართულია არა მმართველი გუნდის, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 

"სიმართლე გითხრათ, ჩემი შეფასებით, ცოტა დაგვიანებულია, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი საერთოდ, არც ერთხელ არ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაშიც კი. აქედან გამომდინარე, მე ვერ გეტყვით, ახლა, რატომ... როგორც ვხვდები, ჯერ გადაწყვეტილიც არ აქვთ შემოვიდნენ პარლამენტში.

საერთო ჯამში, ეს ბოიკოტი, თუ საბოტაჟი მიმართულია არა "ქართული ოცნების"წინააღმდეგ, არამედ მიმართულია პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ბოიკოტი არის მიმართული ხალხის წინააღმდეგ, იმ ხალხის, რომელმაც 2020 თუ 2021 წელს არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა,"-აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ საპარლამენტო ბოიკოტმა აზრი დაკარგა და გუნდში დაწყებულია მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები