20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
სასწრაფომ დაიგვიანა, დარეკვიდან დარეკვამდე იყო გასული 45 წუთი - გორში ძმის მიერ ტყუპისცალის მოკვლის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გორში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. ტყუპი ძმის მკვლელობისთვის დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ბრალდებული ვანო კუთარაშვილი და მისი ოჯახი არ ეთანხმება.

ტყუპი ძმების ოჯახი ამბობს, რომ ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა სასწრაფო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდა.

"დაგვიანებით მოვიდა სასწრაფო, დარეკვიდან დარეკვამდე იყო გასული 45 წუთი. საათზე მეტი დასჭირდა სასწრაფოს მოსასვლელად. აქედან გამომდინარე გახდა სასიკვდილო ჭრილობა, თორე მანამდე არ ყოფილა ასე. ჩემი ძმა, რომელიც გარდაიცვალა, გაუწონასწორებელი იყო და ფსიქოტროპულებზე გვყავდა. ვანო დანას იქნევდა იმიტომ, რომ არ მიკარებოდა გარდაცვლილი ძმა,"- აცხადებს დაღუპულის ძმა.

დღის ამბები