26 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
"დელტაკრონი" - ახალი შტამი, რომელიც "დელტას" და "ომიკრონს" აერთიანებს, კვიპროსში დააფიქსირეს

მკვლევარმა კვიპროსში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინა, რომელიც ომიკრონისა და დელტას ვარიანტებს აერთიანებს - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური სააგენტო Bloomberg News-ი ავრცელებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ბიოლოგიური მეცნიერების პროფესორმა ლეონიდოს კოსტრიკისმა, კვლევის დროს ვირუსის "დელტა" გენომებში, მისი "ომიკრონის" მსგავსი გენეტიკური ნიშნები აღმოაჩინა და შტამს "დელტაკრონი“ უწოდა.

ამ დროისთვის პროფესორმა კოსტრიკისმა და მისმა გუნდმა აღნიშნული, ასე ვთქვათ, ორი შტამით შერწყმული ვირუსის 25 შემთხვევა დააფიქსირეს.

"ჩვენ მომავალში გავიგებთ არის თუ არა აღნიშნული შტამი უფრო მეტად პათოლოგიური ან უფრო მეტად გადამდები, ან იქნება თუ არა უფრო მეტად საფრთხის შემცველი, ვიდრე ბოლო ორი დომინანტი შტამი, დელტა და ომიკრონი," - განაცხადა პროფესორმა კოსტრიკისმა.

უცხოური სააგენტოს ინფორმაცით, მკვლევარებმა თავისი შედეგები საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში (GISAID) გაგზავნეს, რომელიც ვირუსებს მეთვალყურეობს.

დღის ამბები