23 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
ვისი გავლენა იქნება გადამწყვეტი "ნაცმოძრაობაში", ნიკა მელიასი, თუ მიხეილ სააკაშვილის - დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

ვისი გავლენა იქნება გადამწყვეტი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში - ნიკა მელიასი, თუ მიხეილ სააკაშვილის - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დღეს პოლიტიკურ საბჭოზე იკრიბებიან.

განსახილველი თემები პარტიის განახლება და მომავალი სამოქმედო გეგმებია. "კურიერის" ინფორმაციით, ცვლილებები პარტიულ თანამდებობზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება და არ არის გამორიცხული, ეს კობა ნაყოფიასა და ზაალ უდუმაშვილს შეეხოთ. თუმცა, პარტიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ პარტიაში ახალი სახების წარდგენა პარტიის ფორმაში ყოფნისთვის მნიშვნელოვანია 

"პარტიას აქვს სამსჯელო სტრატეგიაზე, გეგმებზე ტაქტიკასთან მიმართებაში. ასევე, გასაძლიერებელი გვაქვს სტრუქტურები, როგორც რეგიონში, ასევე თბილისში. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს პარტიაში ახალი ხალხის მოყვანა, განახლება, იმიტომ რომ ეს აუცილებელი პროცესია იმისათვის, რომ პარტია ფორმაში იყოს და გამოწვევებს შეხვდეს ისე, როგორც საჭიროა,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

დღის ამბები