დღეს ფეხბურთია - უეფა-ს ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრას, 21:00 საათზე ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართება.
გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში უკვე ჩაატარა. გაიმართა ვილი სანიოლის პრესკონფერენციაც. ცნობილია, რომ უკრაინელებთან შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლაშა დვალი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.
საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ნახვას გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც შეძლებენ.