გურჯაანის მუნიციპალიტეტში სარწყავ არხში მსუბუქი ავტომობილი და 65 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სოფელ ველისცხეში მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით შუახნის კაცი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.